პოლიტიკა
რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 165 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად სულ მცირე 165 ბავშვი დაიღუპა.

ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ომის მიზეზით დაშავდა ყველაზე ცოტა 266 ბავშვი.

ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს დაღუპულ ბავშვებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ისევე როგორც კიევის, ჩერნიგოვის და ლუგანსკის ოლქებში დაღუპულებს.

უკრაინაში 41 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

უკრაინული მხარე რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print