პოლიტიკა
პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსეთისგან სრული იზოლაციის პროცესს დაიწყებენ
FaceBook

პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთისა და ბელორუსიისგან სრული იზოლაციის პროცესს დაიწყებენ.


ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მუსტაფა ნაიემი აცხადებს.

იზოლაციის პროცესი უახლოეს 48-72 საათში უნდა დაიწყოს.

იზოლაციის შედეგად სრულად დაიხურება ამ ქვეყნების სახმელეთო მარშრუტები რუსეთსა და ბელორუსში ტვირთის მიწოდებისთვის.

უკრაინაში 40 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

უკრაინული მხარე რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს“ უწოდებს.

 

Print