პოლიტიკა
"უკრაინელი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ"
FaceBook
„რა ჰგავს მუსიკას ყველაზე ნაკლებად?!",- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  „გრემის" დაჯილდოების ცერემონიაზე.

წლის მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის ამერიკული "გრემის" 64-ე დაჯილდოებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჯილდოების ცერემონიალის აუდიტორიას წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი მიმართა.

პრეზიდენტმა მოუწოდა გრემის მაყურებლებს საჯაროდ მხარი დაუჭირონ უკრაინას.

"რა ჰგავს მუსიკას ყველაზე ნაკლებად?! დანგრეული ქალაქების სიჩუმე და მოკლული ხალხის დუმილი. ომი არ გვაძლევს საშუალებას, ავირჩიოთ ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში.ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. საავადმყოფოებში უმღერიან დაჭრილებს, მათაც კი, ვინც მათ ვერ უსმენს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას. რათა ვიცხოვროთ. გვიყვარდეს. ვჟღერდეთ. ჩვენს მიწაზე ვებრძვით რუსეთს, რომელსაც საშინელი სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით. მკვდარი სიჩუმე. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით! შეავსეთ იგი დღესვე. მოყევით ჩვენი ისტორია", -თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის ვიდეო შეტყობინების შემდეგ მაყურებლის წინაშე წარდგნენ უკრაინელი შემსრულებლები.

უკრაინაში 40 დღეა ომია. თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.






Print