პოლიტიკა
ერდოღანის ინფორმაციით, პუტინი და ზელენკი ერთმანეთს სტამბულში შეხვდებიან
FaceBook
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, შესაძლოა ,სტამბულში შედგეს.
ერდოღანის ინფორმაციით,  შეხვედრა  უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.  

ერდოღანის თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დროს ჩამოყალიბებული შეთანხმებები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველია.

„თუკი ჩვენ შევძლებთ ამ შეხვედრის გამართვას სტამბოლში და შეგვეძლება შევცვალოთ ნეგატიური პროცესები და მივმართოთ მათ პოზიტიური მიმართულებით, ჩვენ ძალიან ბედნიერი ვიქნებით. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა მსგავსი შეხვედრის მოწყობისთვის, განსაკუთრებით ყირიმსა და დონბასში გადადგმული ნაბიჯების კონტექსტში. ზელენსკის აქვს დადებითი აზრი. პუტინმაც ადრე  დადებითად ისაუბრა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

როგორც UNIAN იტყობინება,  ერდოღანმა გამოაცხადა ზელენსკის და პუტინს შორის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, მაგრამ არ მიუთითა ამ შეხვედრის ადგილი.

" ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვაწყოთ შეხვედრა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ლიდერებს შორის. ამის შესახებ გარკვევით მოვუყევი ორივე ლიდერს", - განაცხადა ერდოღანმა.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა. ონლაინ ფორმატით მხარეებს შორის შეხვედრა დღესაც არის ჩანიშნული. 
უკრაინული და რუსული დელეგეცია ერთმანეთს პირისპირ 29 მარტს შეხვდნენ. 

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print