პოლიტიკა
უკრაინულმა ჯარმა კიევსა და ჩერნიგოვში 14 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
FaceBook
უკრაინული არმია კიევსა და ჩრენიგოვში რუსული საოკუპაციო ჯარებისგან გათავისუფლებას  აგრძელებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გათავისუფლებულია 14 დასახლება. ესენია: დემიდოვი, დიმერი, ლიტვინოვკა, გავრილოვკა, კოზაროვიჩი, ჟოვტნევოე, გლუბოვკა, იასნოგოროდკა, ტალაქუნი, სუხოლუჩიე, ლიპოვკა, გავრონშჩინა, მაკოვიშჩე და ნიკოლაევკა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 36 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს: 625 რუსული ტანკი; 17 700 ჯარისკაცი; 1751 საბრძოლო ბრონირებული მანქანა; 316 საარტილერიო სისტემა; 54 მიწა-ჰაერი რაკეტა; 143 თვითმფრინავი; 85 დრონი; 1220 სამხედრო ავტომობილი და 7 გემი.

უკრაინაში 37 დღეა ომია.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print