პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 37 - ე დღეს
FaceBook
უკრაინის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერია რუსი ოკუპანტების 7 შეტევა დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით.

ამის შესახებ უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარმა გაანადგურა 3 ტანკი;

2 ჯავშანტრანსპორტიორი;

2 ერთეული ავტოტრანსპორტი;

2 საარტილერიო სისტემა;

ჩამოაგდეს ორლან-10 უპილოტო საფრენი აპარატი;

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების  შესრულებას, უკან დახეული მტრის დევნას, ოკუპანტების თავდაცვითი პოზიციების გარღვევას და უკრაინის მიწების თანდათანობით გათავისუფლებას.

36 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს:

625 რუსული ტანკი;

17 700 ჯარისკაცი;

1751 საბრძოლო ბრონირებული მანქანა;

316 საარტილერიო სისტემა;

54 მიწა-ჰაერი რაკეტა;

143 თვითმფრინავი;

85 დრონი;

1220 სამხედრო ავტომობილი;

7 გემი;

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით ე.წ. "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის" ქვედანაყოფები აგრძელებენ შეტევას სევეროდონეცკის გარეუბანში, მიიწევენ 2 კმ სიღრმეზე 57-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის თავდაცვაში.

მათი მტკიცებით განადგურდა უკრაინის ბრიგადის 40-ზე მეტი თანამშრომელი;

3 IFV;

3 სხვადასხვა დანიშნულების მანქანა;

2 სარაკეტო და საარტილერიო იარაღის საველე საცავი;

უწყების რწმუნებით ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ჯარების დაჯგუფებამ, რომელიც აგრძელებს შეტევას, კონტროლი აიღო ნოვობახმუტოვკას ნაწილზე. ისინი ნოვოსელოვკა II-ის გარეუბანში უკრაინის 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის ნაწილებს ებრძვიან. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჯამში განადგურდა:

124 თვითმფრინავი და 80 შვეულმფრენი;

345 უპილოტო საფრენი აპარატი;

1826 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

195 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა;

702 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები;

1704 ერთეული უკრაინის სპეციალური სამხედრო მანქანებისთვის. 

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

Print