პოლიტიკა
კიევი რუსული ავიაიერიშების მაღალი რისკის ქვეშ რჩება - პენტაგონი
FaceBook
რუსული ძალები აგრძელებენ თავდასხმების ფოკუსირებას უკრაინის ოთხ რაიონზე, იუწყება CNN პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პენტაგონის ინფორმაციით,  რუსები უახლოეს მომავალში კიევზე, ​​ჩერნიჰოვზე, იზიუმსა და დონბასზე ავიაიერიშებს გააძლიერებენ.

რუსეთის არმიამ ბოლო ერთი დღის განმავლობაში გაზარდა სამხედრო ავიაციის ფრენების რაოდენობა - ჯამში 300-ზე მეტი გაფრენა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ რუსები აგრძელებენ თვითმფრინავების ფრენების რაოდენობის გაზრდას - ბოლო 24 საათის განმავლობაში 300-ზე მეტი. მათი დარტყმები ფოკუსირებულია კიევზე, ჩერნიჰოვზე, იზიუმსა, (ხარკოვის სამხრეთით) და დონბასზე, ეს არის ერთგვარი ოთხი ზონა, სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთი დარტყმების უმეტესობას", - თქვა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კიევი რუსული ავიაიერიშების მაღალი რისკის ქვეშ რჩება.

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print