პოლიტიკა
უკრაინაში პრორუსულ პარტიებს მუშაობას უზღუდავენ
FaceBook
უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას უჩერებენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენკიმ განაცხადა. 

"პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ამიტომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში".- ამბობს ზელენსკი.

BBC -ის ინფორმაციით, უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუჩერდებათ: „ოპოზიციური ბლოკს“, „შარიას პარტიას“, „ჩვენების“, „მემარცხენე ოპოზიციას“, „მემარცხენე ძალების კავშირს”, „სახელმწიფოს“, „უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტიას“,  „უკრაინის სოციალისტური პარტია“,  „სოციალისტები“ და „ვლადიმირ სალდოს ბლოკს". 

უკრაინაში 25-ე დღეა  ომია. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. 




Print