პოლიტიკა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და რუსეთში ჩავა
FaceBook
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინასა და რუსეთში ჩავა.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. მინისტრი დღეს მოლაპარაკებებს რუსეთში, ხვალ კი უკრაინაში გამართავს.

10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის ინიციატივით ანკარაში შეხვდნენ, თუმცა, მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.




Print