პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა ოპოზიციის ტაშით დასრულდა
FaceBook
"დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, გაუმარჯოს საქართველოს" - ამ სიტყვებით დაასრულა 45 წუთიანი გამოსვლა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა, გამოსვლის ბოლოს, აპლოდისმენტები მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დაიმსახურა.

"მივმართავ ქართველ ხალხს, მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისთვის და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. მინდა უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით, მადლობა მოვახსენო საელჩოში და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისთვის. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, გაუმარჯოს საქართველოს"
, - ამით დაასრულა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში.

პრეზიდენტმა თავის განცხადებებში გააკრიტიკა ხელისუფლება და ოპოზიცია. მან ორივე მხარეს, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ერთიანობა, რიტორიკა და პოლიტიკა დაუწუნა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს უთხრა, რომ საზოგადოება მათზე მეტად ფხიზელი, მამაცი და გონიერია.

"დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა, თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე?!" – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. მას საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ 5 მარტს უნდოდა მისვლა, თუმცა, უმრავლესობამ სხდომა არ ჩანიშნა.

პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის დროებით წარმომადგენელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა.

რა საკითხებზე ისაუბრა პრეზიდენტმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში ნახეთ:


Print