პოლიტიკა
პრეზიდენტს დღეს პარლამენტში მოუსმენენ
FaceBook
დღეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოუსმენენ.

პლენარული სხდომა, სადაც პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება, 12:00 საათზე დაიწყება.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვისაც 10-10 წუთი განისაზღვრა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.

სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მისვლას 5 მარტს გეგმავდა, სადაც მას ბრიუსელში ვიზიტის დეტალებზე უნდა ესაუბრა, თუმცა, უმრავლესობამ მოსმენა არ ჩანიშნა, რის მიზეზადაც უქმე დღეები დაასახელა.

სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია ქვეყნის პირველი პირებიდან, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა საერთაშორისო ტრიბუნიდან ღიად დაგმო.
Print