პოლიტიკა
ზელენსკი პუტინს იერუსალიმში შეხვედრას სთავაზობს
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკება გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ.
თუმცა,  ხაზგასმით ამბობს, რომ ეს მხოლოდ იერუსალიმში  და იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი თუკი რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა მოხდება. 

ზელენსკის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს საკუთარი მზაობის შესახებ უკვე შეატყობინა. 

ისრაელის პრემიერი მიმდინარე კვირის განმავლობაში მოსკოვში იყო ჩასული და პუტინთან გამართულ შეხვედრასთან ერთად ის ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესაუბრებოდა.

პუტინი ზელენსკის შეთავაზებას ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ზელენსკიმ თქვა, რუსეთის ძალები კიევის დაპყრობას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, თუ ყველა უკრაინელს მოკლავენ.

უკრაინაში მეთვარმეტე დღეა ომია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

Print