პოლიტიკა
11 ათასი ადამიანი, 285 ტანკი - უკრაინის გენშტაბი საოკუპაციო ჯარის დანაკარგებზე
FaceBook
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მე-11 დღეს, საოკუპაციო ჯარების დანაკარგებმა, წინასწარი გათვლებით, 11 ათას ადამიანს გადააჭარბა.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცრელებს.

მათი ინფორმაციით, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 6 მარტამდე, სავარაუდოთ შეადგენდა:

პერსონალი - 11 ათასზე მეტი ადამიანი,

ტანკები - 285

AFV - 985

საარტილერიო სისტემები -109

MLRS - 50

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 21

თვითმფრინავი - 44

ვერტმფრენები - 48

საავტომობილო აღჭურვილობა - 447

მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 2

ტანკები PPM - 60 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 4

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

უკრაინაში მეთერთმეტე დღეა ომია.

მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, თუმცა უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა უკვე დაარღვია შეთანხმება და დაბომბა სარკინიგზო ხაზი, რომლითაც მოსახლეობას საომარი ზონა უნდა დაეტოვებინა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

წყარო: ტაბულა
Print