პოლიტიკა
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი ფულის სახით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აკრძალა
FaceBook
დღეიდან რუსეთში, ქვეყნიდან ნაღდი ფულის სახით 10 ათას დოლარზე მეტი თანხის გატანა იკრძალება.

შესაბამისი ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  გამოსცა. 

ამის გარდა, ბრძანება რუსეთში ცხოვრების უფლების არმქონე პირებს ე.წ. „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ კონტროლქვეშ მყოფი სტრუქტურებიდან უკრძალავს სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს, რუბლებში კრედიტის აღებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლს შეიჭრა. ამ დროიდან მოყოლებული ამერიკამ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აგრესორს საქნციები დაუწესა. 


წყარო: bm.ge



Print