პოლიტიკა
"ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა"
FaceBook
"ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა" ,  _ ამ მოწოდებით დაიწყო უკრაინის მხარდასაჭერი აქციის მეხუთე დღე ქუთაისში.
ქალაქის ცენტრში შეკრებილების თქმით, ისინი არ დაიღლებიან მებრძოლი და მეგობარი უკრაინელების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად.

" ეს არის მცირედი რისი გაკეთება ჩვენ უკრაინელებისთვის ამ მომენტში შეგვიძლია", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.



სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს, რომლის დროსაც მერიის ადმინისტრაციულ შენობის ბოძზე უკრაინის დროშა გააკრეს.

"მერიამ ჩვენი თხოვნა არ შეასრულა და დროშა არ დაკიდა. შესაბამისად, ჩვენ ვასრულებთ, ჩვენივე პირობას და აქ მოვიტანეთ უკრაინის დროშა", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ზაალ კუხიანიძემ.



უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

Print