პოლიტიკა
"დაღუპულია 3 500-მდე რუსი ჯარისკაცი'' - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
FaceBook
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი უკრაინაზე თავდასხმის მხრიდან დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს.
მალიარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 28 თებერვლის 6:00 საათამდე მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა:

თვითმფრინავი – 29

შვეულმფრენი – 29

ტანკი – 191

ჯავშანმანქანა – 816

გემი/ნავი – 2

დაიღუპა 5 300-მდე სამხედრო.




"ინფორმაცია საორიენტაციოა და შეიძლება განახლდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, სამხედრო მეთაურები პირველ რიგში ყურადღებას ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ". – წერს მალიარი.

27 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 352 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 14 კი ბავშვი იყო. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.



მათივე ცნობით, სამხედრო მოქმედებების შედეგად 1 684 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 116 ბავშვია.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print