პოლიტიკა
"ოკუპანტებს კიევში შემოჭრის ყველა მცდელობა ჩაეშალათ''- უკრაინის შეიარაღებული ძალები
FaceBook
რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა კიევზე წარუმატებლად დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის ძალების კოლონებმა დედაქალაქის შემოგარენის შტურმი რამდენჯერმე სცადეს. თუმცა, მოწინააღმდეგის ყველა გადაადგილება კონტროლის ქვეშ იყო.

"რუსი ოკუპანტების მცდელობა, მიეღწიათ მიზნისთვის, წარუმატებლობით სრულდებოდა. ოკუპანტის ტექნიკის კოლონები ნადგურდებოდა. მოწინააღმდეგემ პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა".- ამბობს ალექსანდრ სირსკი.

სირსკის ცნობით, ამჟამად დედაქალაქში სიტუაცია კონტროლირებადია. 

უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print