პოლიტიკა
უკრაინა უცხოელ მოხალისეებს დახმარებას სთხოვს
FaceBook
კიევი აცხადებს, რომ აყალიბებს "საერთაშორისო" ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ მოხალისეობა უკრაინის მხარდასაჭერად.
„ეს იქნება ჩვენი ქვეყნისადმი თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის ახალი „უცხოური ლეგიონის“ შესახებ.

27 თებერვლის ღამით, რუსების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი აფეთქდა კიევის საიხლოვეს, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული. ვასილკოვოში აფეთქების გამო უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობა ძლიერი ქიმიური დაბინძურების შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, არც აფეთქების ადგილის სიახლოვეს და არც კიევში, რომელიც აქედან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული, არ გააღონ ფანჯრები.

უკრაინა მეოთხე დღეა გერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print