პოლიტიკა
ნატო უკრაინას დამატებით შეიარაღებას აწვდის
FaceBook
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი დანაყოფების ნაწილს მოკავშირეთა ტერიტორიაზე განალაგებს.
უკრაინას კი ნატო მეტ იარაღს გაუგზავნის საჰაერო თავდაცვისთვის, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინის მთავრობა დაამხოს.

"ჩვენ მოწმე ვართ რიტორიკის, მესიჯების, რომლებიც მტკიცედ მიუთითებენ იმაზე, რომ [რუსეთის] მიზანია დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხონ კიევში", - თქვა სტოლტენბერგმა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 30-ივე მოკავშირე დაეხმარება უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღით, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მეტი დეტალი მას არ განუმარტავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.


Print