პოლიტიკა
რუსეთი ბრიტანული ავიაკომპანიებისთვის ცას კეტავს
FaceBook
რუსეთმა ბრიტანული თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტა.
მოსკოვმა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც დიდმა ბრიტანეთმა აეროფლოტის წინააღმდეგ სანქციები გაატარა და ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირება აკრძალა.

გამოცემა, როსავიაციის ინფორმაციით , შეზღუდვები დაწესებულია ქვეყნის ტერიტორიაზე "თვითმფრინავების ფრენებზე, რომლებსაც ფლობს, იჯარით ან ოპერირებს გაერთიანებულ სამეფოსთან ასოცირებული ან დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული პირი". შეზღუდვების ქვეშ მოჰყვება რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ტრანზიტული ფრენებიც. 

ბრიტანეთმა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა გუშინ ჩაკეტა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.

უკრაინის  პრეზიდენტი ამბობს, რომ დაიცავენ ქვეყანას და არ აპირებს კიევის დატოვებას.
Print