პოლიტიკა
დღეს ნატოს საგანგებო სამიტი გაიმართება
FaceBook
დღეს ნატოს საგანგებო სამიტი გაიმართება, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები დაესწრებიან.

იენს სტოლტენბერგი რუსეთის თავდასხმას ბარბაროსულს უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის მძიმე დროა.
ალიანსში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ცდილობს, ძალით დააბრუნოს საათი უკან, აღადგინოს გავლენის სფეროები და ძირი გამოუთხაროს გლობალურ წესებს, რომლებმაც ევროპა ათობით წლის განმავლობაში უსაფრთხო ადგილად შეინარჩუნეს.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთი კიევის გარეუბნებში შეჭრას ცდილობს. თუმცა, ამის მიუხედავად უკრაინის ჯარი დანებებას არ აპირებს და აცხადებენ, რომ უკრაინა ამ შემოტევასაც გაუძლებს.

პრეზიდენტის ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი. ყველა მათგანმა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.
Print