პოლიტიკა
„დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი?" - ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ  დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის იმაში დასარწმუნებლად, რომ აგრესია უნდა შეეწყვიტა.

„დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი? ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო,“
- აღნიშნა ზელენკსიმ.

მან დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული ძალების მიერ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა და თავდასხმების სამიზნე იყო როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტები. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები იცავს ცას, მაგრამ მოწინააღმდეგის თვითმფრინავები სასტიკად მოქმედებენ დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით კიევში.

"ჩვენ ვიცავთ თავს მარტო და მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს", - აღნიშნა  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთი კიევის გარეუბნებში შეჭრას ცდილობს. თუმცა, ამის მიუხედავად უკრაინის ჯარი დანებებას არ აპირებს და აცხადებენ, რომ უკრაინა ამ შემოტევასაც გაუძლებს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მორიგი სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი. ყველა მათგანმა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.

Print