პოლიტიკა
რუსეთი კიევის გარეუბნებში შეჭრას ცდილობს
FaceBook
ამერიკის ხმის ინფორმაციით, უკრაინაზე სამმხრივი შეტევის, ქალაქებისა და სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ, რუსი სამხედროები კიევის გარეუბანში შეიჭრას ცდილობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, კიევში რუსულმა დივერსიულმა ძალებმა შეაღწიეს და მათი ნომერ პირველი სამიზნე, თავადაა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა კიევი "ალყაში მოექცეს", რაც ამერიკელის პირველი დიპლომატის აზრით, ვლადიმირ პუტინის გეგმის ნაწილია, რათა დაამხოს მოქმედი მთავრობა და ის თავისი ერთგული რეჟიმით შეცვალოს.

რუსულმა მხარემ თავდასხმის პირველ დღეს, უკრაინის ქალაქებსა და სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ დაკარგეს კონტროლი გაუქმებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.

პრეზიდენტის ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი. ყველა მათგანმა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.

ფოტო ამერიკის ხმა
Print