პოლიტიკა
ამერიკის ახალი სანქციები რუსეთს
FaceBook
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ  მორიგი სანქციების შესახებ  თეთრ სახლში განცხადება ცოტა ხნის გააკეთა.
„პუტინი აგრესორია. პუტინმა აირჩია ომის გზა. ახლა მას და მის ქვეყანას მოუწევს, შედეგები იწვნიოს“, –  აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მან შემდეგი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა:


ექსპორტის შეზღუდვა რუსეთში. ბაიდენის თქმით, ეს „რუსეთის ეკონომიკას ძვირი დაუჯდება, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაშიც“;

G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „შეზღუდავენ რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს საქმიანობა დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში და იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი“;

რუსეთის უმსხვილეს ბანკებს (მათ შორის „ვი-თი-ბის“) დაებლოკებათ წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე;

დამატებითი სანქციები დაუწესდებათ „რუსული ელიტის“ წარმომადგენლებს;

უმსხვილეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს აეკრძალებათ ინვესტიციების მოზიდვა აშშ-სა და ევროპაში;

მისივე თქმით, ხვალ შედგება ნატოს სამიტი, რომლის ფარგლებშიც გადაიდგმება ნაბიჯები ალიანსის გაძლიერებისთვის.

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკვე დაიკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.

Print