პოლიტიკა
"უკრაინა არ დათმობს თავისუფლებას'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
FaceBook
უკრაინაში სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს იარაღს დაურიგებენ.
ამის შესახებ სპეციალურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

"ეს დღე დარჩება ისტორიაში, სხვადასხვა განსხვავებული ისტორია
ჩვენთვის და რუსეთისთვის, უკრაინა არ დათმობს თავისუფლებას, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას.უკრიანისთვის თავისუფლება საკუთარ მიწაზე ყველაზე დიდი ღირებულებაა,რუსეთი მოღალატეობრივად  გამთენიისას განადგურებისთვის დაესხა ჩვენს სახელმწიფოს,ზუსტად ისე როგორც ფაშისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთს. ჩვენი მიწის დაცვისთვის უკრაინა უკვე გასცემს და მომავალშიც მისცემს იარაღს ყველა მსურველს",  - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მის გამოსვლაში, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

ზელენსკის ინფორმაციით, ამ დროისთვის 50 უკრაინელი სამხედრო ჯარიკაცია დაღუპული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.
Print