პოლიტიკა
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება.
„იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშეა. იგი არის ხუთი შვილის მამა და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება. ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი მენეჯერი, ძლიერი მენეჯერი. ამაში ჩვენ თავად დავრწმუნდით, როდესაც მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრის წარდგენისას. 

ზურაბ აზარაშვილი  დღემდე  თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ზურაბ აზარაშვილმა ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლა. 

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. როგორც მან განაცხადა, მუშაობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს და „იქიდან გააძლიერებს ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემებს“. ტიკარაძის თანამდებობის დატოვების მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად მასსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება სახელდება.
Print