პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
FaceBook
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,კახა კუჭავამ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამის მიზეზს ის თავად განმარტავს. მე პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი ეს გადაწყვეტილება, მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ. შესაბამისად, პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო. კახა ბუნებრივია ჩვენი პარტიის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად რჩება და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ'',- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, კახა კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ცოტა ხნის წინ  საკადრო ცვლილებები მთავრობაშიც დაიწყო. 9 დეკემბერს პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა.  



Print
თეგები: #კახა კუჭავა