პოლიტიკა
ახლა "დიპლომიანი" მერიც გვყავს - "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
"ამ ქალაქში რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაფერი მოსულა"


არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე, ქუთაისის მერისთვის ქალაქში გატარებული რეფორმებისთვის გადაცემულ დიპლომს აკრიტიკებს.სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისის მერს დიპლომი გადაეცა. ახლა "დიპლომიანი" მერიც გვყვავს. მილოცვებმაც არ დააყოვნა ქალაქში. მაგრამ, მერს რომ საერთოდ არ რცხვენია, ეს ფაქტია, მაგრამ, ვინც ულოცავს, რას ულოცავს, ძალიან საინტერესოა.

მოსწონთ ქალაქში არსებული სიტუაცია? მოსწონთ, რომ ერთი ხმაც არ გაიღო მერმა პარლამენტის მხარდასაჭერად? მოსწონთ, თვითმმართველობაში ჩატარებული საჯარო მოხელეთა კონკურსი? მოსწონთ კერძო ბიზნესის განსახელმწიფოებრიობა? მოსწონთ, ქალაქის მზარდი მიგრაცია? მოსწონთ, ძალიან ბევრი მაღაზია, თუ ობიექტი რომ იხურება და კოტრდება? მოსწონთ, რომ შუაღამისას მერი სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად სახელმწიფო დაწესებულებაში რომ ქეიფობს?მოსწონთ, როცა ქალაქში მარბიელთა ჯგუფები დარბიან, ყველას უსწორდებიან და მერი მათ თანაუგრძნობს? მოსწონთ, როცა თვითმმართველობა ძალისმიერი სტრუქტურების დახმარებით რომ იმართება?

ეტყობა, ამ ქალაქში რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაფერი მოსულა.

მიულოცეთ ბატონებო - მაგათ დიპლომები არ დაელევათ და თქვენ ტაშის დაკვრასაც ვერავინ გადაგაჩვევთ", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადეგენელი.
Print