პოლიტიკა
"ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს კაციჭამიების ხელში"- თეა წულუკიანი
FaceBook
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა და ყურადღება ქუთაისზე გაამახვილა.
მინისტრის თქმით, ქუთაისი ქართული კულტურის აკვანია და კაციჭამიებს ხელში არ უნდა ჩაუვარდეთ. წულუკიანის განმარტებით, მთავარი გასაკეთებელი ახლა ესაა.

"ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურისა და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციის, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში, აი ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა ამომრჩევლებს დიდი გამარჯვება მიულოცა და ასევე არჩევნების მეორე ტურზე უპრეცედენტო მობილიზებისკენ მოუწოდა.

ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პირველი ტურის შედეგებით ხმების 43.35% გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მიიღო, ხოლო ,,ქართული ოცნების'' მეორიბის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 41.49%.

2 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, 15 თვითმმართველ თემსა  და ხუთ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი) არჩევების მეორე ტური დაინიშნება. 


Print