პოლიტიკა
"ოცნების'' მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისში, ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა შვილთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩვენო უბანზე გააკეთა.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, იგი საკუთარ და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ მან ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქუთაისის წინსვლას, უკეთეს ხვალინდელ დღეს.

„ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და იქნება მომავალი წარმატებისა და წინსვლის საფუძველი“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.



Print