პოლიტიკა
ამომრჩეველთა 7,4%-მა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
FaceBook
ქვეყანაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7.41% შეადგინა, რაც 259 273 ამომრჩეველია.
ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა - 11.2% რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი - 6.1% ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

"ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება'',- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.


ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:

,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე

,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე

,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე.

,,სტრატეგია აღმაშენებელი" - ანდრო ლოსაბერიძე
Print
თეგები: #არჩევნები 2021