პოლიტიკა
"სააკაშვილი არ არის საქართველოში, ნეტა ყოფილიყო'' - ირაკლი კობახიძე
FaceBook
"ქართული ოცნების'' თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არ არის.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდეო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მარტივი ტექნოლოგიური ხერხითაა ჩაწერილი.

"სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში. ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარტიის  თავმჯდომარის თქმით, ვიდეოს გავრცელება მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება.


"ეს კლოუნადა ემსახურება იმას, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილი გაჩნდეს უფრო მაგარი ბიჭი, ვიდრე ნიკანორ მელია ან ხატია დეკანოიძე და ა.შ."

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა დღეს გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის იმყოფება ბათუმში.

მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, 3 ოქტომბერს კი მისი თქმით, 100 000 ადამიანი თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ორი დღის წინ კი ყოფილმა პრეზიდენტმა კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო მგზავრობის თარიღი 2 ოქტომბერი.


ამავე თემაზე:



Print