პოლიტიკა
„სააკაშვილი და ივანიშვილი პოლარიზებას უწყობენ ხელს“ - დევიდ კრამერი
FaceBook
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი, პოლარიზებას უწყობს ხელს.


"ოპოზიციისთვის ის [მიხეილ სააკაშვილი] კვლავ ძლიერ ფიგურად რჩება. მაგრამ, ის ასევე არის ფიგურა, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზებას, ისევე, როგორც ბატონი ივანიშვილი" - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნებას გეგმავს. ამის დასტურად, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად ოფიციალურ გვერდზე, ბილეთის ფოტო განათავსა და მხარდამჭერებს მიმართა.


წყარო: VOA
Print