პოლიტიკა
"ამ არჩევნებზე წყდება ისტორიული შანსის გამოყენების ბედი" -"ევროპული საქართველოს" სიის წარდგენა
FaceBook
"ევროპულმა საქართველომ" იმერეთის მასშტაბით სიის პირველი ნომრები და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

პარტიის ლიდერებმა დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს ქუთაისში წარუდგინეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზე წყდება ქვეყნის დემოკრატიულობისა და თავისუფლების ბედი. არჩევანი კი ქართველ ხალხზეა.

"ჩვენი გუნდის ამოცანა არის ყველა მოქალაქემდე გზავნილის მიტანა, რომ ამ არჩევნებზე წყდება არა უბრალოდ თვითმმართველობის ბედი, არამედ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენების საკითხი, რომ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ და გავანეიტრალოთ ის საფრთხე, რასაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპულ საქართველოს" "ნაციონალურ მოძრაობასა" და "გირჩთან" ერთად შეთანხმებული კანდიდატები ჰყავს. "ევროპული საქართველოს" სახელით ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად მხოლოდ ამირან ძოწენიძე იბრძოლებს. იმერეთის მასშტაბით კი პარტიას მერობის კანდიდატები მხოლოდ ხონსა და სამტრედიაში ჰყავს.
Print