პოლიტიკა
ოპოზიციამ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
"ნაციონალურმა მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ,  საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებული კანდიდატების  სია წარადგინა.
"ვაპირებთ ქუთაისში ჩვენი მტრების დამარცხებას. ყველა, ვინც ჩართული ვართ ამ ბრძოლაში, გავდივართ რეფერენდუმზე.  ჩვენ უნდა  დავასრულოთ წარსულზე ორიენტაცია,ზიზღი, სიძულვილი და პოლარიზაცია, რომელიც ჭამს ამ ქვეყანას. ასევე, უნდა  დავასრულოთ ადამიანების გაჭირვება", - განაცხადა  ხატია დეკანოიძემ. 

პარტიის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

ბესო ბრეგაძე -  ავტოქარხნის ოლქი

ანა კოხრეიძე  - ნიკეას ოლქი

ნატო დანელია - საფიჩხია/კახიანოურის ოლქი

ნიკა ნარსია - ქალაქ - მუზეუმის ოლქი

ჯუბა შაშიაშვილი -  სულხან-საბა/ვაკისუბნის ოლქი

ამირან ძოწენიძე - უქიმერიონის ოლქი

თემო პატარიძე - გამარჯვების ოლქი.


თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
Print