პოლიტიკა
გოგი წულაია თავისუფალია
FaceBook
პოლიტიკოსი გოგი წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა.
დაცვის მხარემ  6000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

"გიბრუნებთ ქუთაისელებს გოგი წულაიას და კარგად მიხედეთ", - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

წულაია საპატიმრო დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებს.

გოგი წულაია წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

გოგი წულაია მიმდინარე წლის  17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  მას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება და მომხდარს ბერა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი დააკავეს. 

ამავე თემაზე:

"კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება" - გოგი წულაია შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს

გოგი წულაიას მიმართ ახალი საქმის წარმოება დაიწყო


გოგი წულაია საავადმყოფოშია გადაყვანილი


Print