პოლიტიკა
შოთა მურღულია მერიაში საკადრო ცვლილებებზე - გადახალისება აუცილებელია
FaceBook
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსად ძლიერი კადრი დაინიშნება. კონკრეტულად თუ როდის წარადგენს აღნიშნული სამსახურის ახალ უფროსს, არ აკონკრეტებს. "მალე წარვადგენ ახალ უფროს, რომელიც იქნება ძლიერი კადრი", - ამბობს "ქუთისიპოსტთან" საუბარში შოთა მურღულია. თუ რამ განაპირობა ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები, ამბობს, რომ გადახალისება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
სოსო გაბრიჭიძე, რომელიც მერიის ეკონომიკის სამსახურს ამ დრომდე ხელმძღვანელობდა, ერთი კვირის წინ ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსად გადაიყვანეს.
თეკლე მორგოშია

Print