პოლიტიკა
თერჯოლიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა კვლავ გადაკეტეს
FaceBook
გადაუღებელი წვიმის შედეგად, გუშინ ღამის 4 სააათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩხარა კვლავ ადიდდა.

სტიქიის შედეგად,  თბილისი - სენაკი - ლესელიძის გზის 206 - ე კილომეტრი დაზიანდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩხარას ადიდებამ სავალი გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი მოწყვიტა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის განმარტებით, საგანგებო ჯგუფები სიტუაციის გამოსწორების მიზნით,  24 საათიან სამუშაო რეჟიმშია არიან გადასულნი.

როგორც იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ამბობს, სტიქიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა.

"სტიქიის შედეგად წყალმა ძალიან ბევრი ხიდი წაიღო თერჯოლაში, ასევე პრობლემებია საზგაო ინფრასტქრუქრის თვალსაზრისით," - განმარტავს ჭიჭინაძე.

თბილისი - სენაკი - ლესელიძის გზის 206 - ე კილომეტრის დააზიანების გამო, თბილისის მიმართულებით მოძრაობა, ბაღდათის და ტყიბულის გავლით იქნება შესაძლებელი.

გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაუღებელმა წვიმებმა ასევე 5 დღის წინ დააზიანა.

Print