პოლიტიკა
გოგი წულაია "თავისუფალ საქართველოს" ტოვებს
FaceBook
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია პარტიას ტოვებს.

გოგი წულაია პარტიის დატოვების მიზეზებსა და ახალ გეგმებზე  განცხადებას ხვალ, 7  მარტს გააკეთებს.

იგი 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან "მშვიდობა".

2004–2008 წლებში  გახლდათ  საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები". ამის შემდეგ ის შეუერთდა პარტიას "თავისუფალი საქართველო". ამავე პარტიიდან 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატი გახლდათ.


Print