პოლიტიკა
პარლამენტი განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებს
FaceBook
საქართველოს პარლამენტი განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებს.
წინასწარ ცნობილია, რომ პარლამენტის კომიტეტები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ განახლებულ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას, ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერას უცხადებენ.

ახალ მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი მინისტრი იქნება. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მისმა პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა.

მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ასეთია:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

პლენარული სხდომის ფორმატში განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას სულ მცირე 76 ხმა სჭირდება.

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მეორე ვადით ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

Print