პოლიტიკა																												
					
				
										
											პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									12:17 / 18.02.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად,
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში,
პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის, ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად
შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე
პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან, ან უფლებამოსილების სხვაგვარად
შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის
არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ
წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ
მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო
პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები