პოლიტიკა
ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს
FaceBook
3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და ოქმს გამოსცემს.
სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი იხილება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

პარლამენტში შესვლას არცერთი პოლიტიკური პარტია არ აპირებს.
Print