პოლიტიკა
17 საათისთვის ზესტაფონში, ტყიბულში, თერჯოლასა და ბაღდათში უბნებზე 35 ათას 941 ამომრჩეველი მივიდა
FaceBook
17 საათის მონაცემებით, 21-ე ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში, 35 ათას 941 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთთან.

ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 27,4% -ია.

გაერთიანებული ოლქის მონაცემების შესახებ საერთო კომენტარი ზესტაფონში კეთდება. შესაბამისად, აქ საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არცერთ მუნიციპალიტეტში დარღვევები არ დაფიქსირებულა. 31 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით კი ამომრჩევლის აქტივობა ისევ დაბალია.

,, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამ დროისათვის 35 ათას 942-მა ამომრჩეველმა. ეს არის საერთო რაოდენობის 27,4 პროცენტი. პირველ ტურთან შედარებით ამომრჩევლის აქტივობა დაბალია. რაც შეეხება დარღევევს და საჩივრებს, ამდრომდეარ დაფიქსირებულა",- განაცხადა ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა.



ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი ,,ქართული ოცნებიდან" ბეჟან წაქაძე და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" კახა გეწაძეა. 

​ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მათი კანდიდატების მონაცემები ბიულეტენებში მაინცაა შეტანილი.

პირველ ტურში ბეჟან წაქაძემ ხმების 49, 77 % მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ 26, 99 %.

გაერთიანებულ ოლქში მეორე ტურისთვის 131151 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 157 უბანი.




Print