პოლიტიკა
ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის უბნებზე 14 901 ამომრჩეველი მივიდა
FaceBook
იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო ყუთთან 12 საათის მონაცემებით, 14 ათას 901 ამომრჩეველი მივიდა.


,,არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში," - ამის შესახებ განცხადება ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტში დარღვევები არ დაფიქსირებულა. 31 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით კი ამომრჩევლის აქტივობა დაბალია.

,,სულ მოსულია, 12 საათისთვის, 14 ათას 901 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 11,4 პროცენტს შეადგენს. პირველ ტურზე 12 საათის მონაცემებით 21 პროცენტი იყო აქტივობა",-
განაცხადაკანიაშვილმა. 

ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი ,,ქართული ოცნებიდან" კახა გეწაძე და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ბეჯან წაქაძეა.

​ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მათი კანდიდატები ბიულეტენებში რჩებიან.

პირველ ტურში ბეჟან წაქაძემ ხმების 49, 77 % მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ 26, 99 %.

გაერთიანებულ ოლქში მეორე ტურისთვის 131151 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 157 უბანი.

Print