პოლიტიკა
იმერეთის 21-ე სამაჟორიტარო ოლქში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
FaceBook
არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში.

საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ინფორმაციით, უბნები დროულად გაიხსნა და ამ ეტაპზე არც საჩივრები დაწერილა. გაერთიანებული ოლქის მონაცემების შესახებ საერთო კომენტარი ზესტაფონში კეთდება.

,,10 საათის  მონაცემებით, გაერთიანებულ ოლქში, საარჩევნო ყუთთან 6210 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო მონაცემების 4,73 პროცენტია. დარღვევებს ამ დროისთვის ადგილი არ ჰქონია,"
-
განაცხადა ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა.

ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი ,,ქართული ოცნებიდან" კახა გეწაძე და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ბეჯან წაქაძეა.

​ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მათი კანდიდატების მონაცემები ბიულეტენებში მაინცაა შეტანილი.

პირველ ტურში ბეჟან წაქაძემ ხმების 49, 77 % მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ 26, 99 %.

გაერთიანებულ ოლქში მეორე ტურისთვის 131151 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 157 უბანი.
Print