პოლიტიკა
ქუთაისში ენმ-ს მერობის კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
FaceBook
,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ქუთაისში, გიგა შუშანია, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

შესაბამისი განცხადებით მან ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. შუშანია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნეში მონაწილეობა არ მიიღონ.

,,ოფიციალურად დავწერე განცხადება და შევიტანე საოლქოში, რომ მეორე ტურიდან მოიხსნას ჩემი კანდიდატურა. ასევე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს და სხვა მოქალაქეებსაც, რომ არ მივიდნენ მეორე ტურზე და არ მიიღონ ფარსში მონაწილეობა. ეს არის ცირკი და არა არჩევნები",
- განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოფიციალურად არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს გრიგოლ ვაშაძეც. ის კენჭს ქუთაისის მაჟორიტარობისთვის იყრიდა.

ოპოზიციამ კი საარჩევნო უბნებიდან წარმომადგენლები უკვე გაიწვია.

გადაწყვეტილების მიუხედავად, ბიულეტენებში მათი კანდიდატების გვარები მაინც ჩაიწერება.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.



Print