პოლიტიკა
ცესკოს შენობასთან დარბეულ მომიტინგეებს ქუთაისიდან აქციით ეხმაურებიან
FaceBook
თბილისში, ცესკოს შენობასთან მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს ქუთაისშიც აპროტესტებენ. 

,,ქუთაისთან ერთად, ერთის წინააღმდეგ", - ამ შინაარსის ტრანსპარანტით მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ,,სამოქალაქო მოძრაობისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაგმეს.

,,რაც ვნახეთ კადრებში, რომ მშვიდობიან ხალხს წყლის ჭავლს უშენდენ, აქ შევიკრიბეთ. ახლა  სახლში ყოფნა დანაშაულია. ხალხი შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და ხმების დასაცავად, თუმცა საპასუხოდ ხელისუფლებამ დაარბია მშვიდობიანი
მოქალაქეები. სოლიდარობას ვუცხადებთ აქციის მონაწილეებს. დღეს აქ სპონტანურად შევიკრიბეთ, თუმცა აქციები გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება", - აცხადებენ მერიასთან შეკრებილები.

დღეს, გაერთიანებული ოპოზიაცია რუსთაველზე 31 ოქტომრის არჩევენების შედეგებს აპროტესტებდა. აქციის ლიდრებმა მთავრობას  საღამომდე მისცა დრო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მომიტინგეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, სადაც მათზე წყლის ჭავლი გამოიყენეს.
Print