პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს
FaceBook
"ევროპული საქართველო" მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
"ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება - "ევროპული საქართველო" უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში. ეს არ არის რიგითი პროტესტი ან რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამიტომ ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. მე მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტია მთავრობას მოუწედეს რიგგარეშე არჩევნები ჩაატარონ. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელბი ასევე მოუწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათაც დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში "ევროპულმა საქართველომ" ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამში პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა. "ევროპული საქართველო" არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

ქუთაისში 31 ოქტომბრის პარლამენტისა და რიგგარეშე მერის არჩევნები დაძაბულ გარემოში  ჩატარდა. დარღვევების პარალელურად, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მერობის კანდიდატს "ლეიბორისტული პარტიიდან" ირაკლი კიკვაძეს,  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, პირველი ნოემბრის მონაცემებით, 21 საჩივარია შესული. საჩივრების განხილვას კომისია 2 ნოემბერს დაიწყებს
Print