პოლიტიკა
ქუთაისში 20:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 73 813-მა ადამიანმა გააკეთა
FaceBook
ქუთაისში 20:00  საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი  73 813 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47,62%.
ამომრჩეველთა ეს აქტივობა აღემატება პარლამენტის წინა არჩევნებზე ამავე საათის მონაცემებს.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით წინა არჩევნებზე საარჩევნო უბანებში 20 საათისთვის საშუალოდ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  47,62%-მდე დაფიქსირდა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საჩივარია შესული. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print
თეგები: #არჩევნები 2020