პოლიტიკა
წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა ხმა პირადი ნომრების გარეშე მისცეს
FaceBook
წყალტუბოში,  #29-ე  საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა ნაწილმა ხმა პირადი ნომრის იდენტიფიცირების გარეშე მისცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო" ავრცელებს.

"უბანზე გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე, მოქალაქეებმა პირადი ნომრის იდენტიფიკაციის გარეშე მისცეს ხმა, რამოდენიმე შემთხვევაში კი პირადი ნომერი გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ შეივსო. დავწერეთ საჩივარი",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

15:00 საათის მონაცემებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 19 ათას 605-მა ამომრჩეველმა მიიღო.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება.

რაც  იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print